ეკა მიშველაძე “მაესტროს” გარშემო ატეხილ ხმაურს მედიის გაკონტროლების მცდელობას უწოდებს

0
36

ტელეკომპანია “მაესტროს” წილების გადანაწილებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ჟურნალისტი ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ მედიის გაკონტროლების მცდელობაა.

“ჩემთვის მთავარია, ამ ქვეყანაში ყველა მედია ერთ ხმაზე არ ლაპარაკობდეს! მთავარია, სახელმწიფო არ ერეოდეს სარედაქციო პოლიტიკაში! მთავარია განსხვავებული აზრი ისმოდეს და ინფორმაცია იყოს მრავალმხრივი! არ აქვს მნიშვნელობა მე ვეთანხმები თუ არა ამ აზრს ან მომწონს თუ არა ესათუის ტელევიზია! ამჯერად “მაესტროზე” ვამბობ. ავად ვარ და ორი დღეა ვერ მივედი ვერც ერთ ეთერში. კითხვები და ეჭვები რა თქმა უნდა, ბევრია, თუმცა მათგან მთავარი: რატომ წინასაარჩევნოდ, ხომ არ არის ეს მედიის გაკონტროლების მცდელობა, რატომ იმ ფულით და ა.შ. მითუმეტეს, რომ უცნაურად მიყვა ერთმანეთს უცნაური მოვლენები მედიაში: ჩემი და ინგას გადაცემების დახურვა, რუსთავი 2, ახლა მაესტრო. მაესტროსთან კითხვები აქამდეც მრავლად იყო, თუნდაც ჟიჟი და ვახოს გამოშვებაზე… მოკლედ, შემთხვევით არაფერი ხდება! თუმცა, მედია ის თემაა, სადაც საბოლოოდ დაფარული არაფერია.” – წერს მიშველაძე სოციალურ ქსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here