ეკა მიშველაძე და ალექსი პეტრიაშვილი ქორწინდებიან

0
64

ეკა მიშველაძე და ალექსი პეტრიაშვილი ქორწინდებიან – ამის შემდეგ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პოლიტიკოსმა ფეისბუქზე ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა…

“დილა მშვიდობისა ყველას! ცუკერბერგის და საქართველოში მისი “წარჩინებული” მიმდევრების შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს! ყველაფერს ვიფიქრებდი და მოველოდი ამ დილით, მაგრამ ცუკერბერგნები მაგნები თუ იტყოდნენ ჩემი და ეკას მაგივრად ჩვენს სათქმელს, ნამდვილად არა!
ამ ტექნოლოგიურ ოინობაში არის ორი რამ რაც მე არ მომწონს : 1. სტატუსი – in relationship! მინდა გამცნოთ, რომ საქმე გაცილებით უფრო სერიოზულადაა და შორს არის წასული! მე და ეკამ გადავწყვიტეთ, რომ შევუღლდეთ და ჩვენს შვილებთან ერთად შევქმნათ ერთი დიდი ლამაზი ბედნიერი ოჯახი!
2. ფოტო – კაი ხალხი, კაი მოგონებები, კაი დრო, მაგრამ ეს ფოტო კოლექტიურ ინ რილეიშენშიპის განცდას მიქმნის. ამიტომ დროებით, ვიდრე ახალი და სიტუაციის შესაბამისი ერთობლივი ფოტოები გვექნება აქვე გთავაზობთ ჩვენს ერთობლივ ფოტოს, რომელსაც თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით!”

წყვილს გაბედნიერება უკვე მიულოცეს მათმა მეგობრებმა და ცნობილმა სახეებმა. მოგვიანებით პეტრიაშვილმა კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა და მადლობა საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით გადაუხადა.

“1. ყველას უღრმესი მადლობა!
2. მიხარია, რომ ქვეყანაში ამდენ ადამიანს – მეგობარს, ახლობელს, კოლეგას და ფბ მეგობარს შეუძლია გულწრფელად გაუხარდეს ორი ადამიანის ბედნიერება!
3. ალბათ შევარდნაძის ხმით რომ არ გამოვაცხადე, იმიტომ ნაწილს იუმორი ეგონა, მაგრამ მერწმუნეთ, სრულ ჭკუაზე და საღ გონებაზე შევქმენით და ერთად გავაზიარეთ ეს სტატუსი მე და ეკამ :)))
კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა! ძალიან გაგვათბეთ და გაგვაძლიერეთ თქვენი ულამაზესი უწრფელესი მოლოცვებით!”