ეკა მამალაძე: „60 წლის ასაკში თუ სიყვარული გამოჩნდა, ჩემთვის მიუღებელი არ იქნება…“

0
1428

ეკა მამალაძე მალე 60 წლის გახდება და ამ თარიღს ახალი გეგმებით შეხვდება, რომელთა შესახებაც ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა, განვლილი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების გახსენებასთან ერთად.

ეკა მამალაძე:

„არაფერი გვიანი არ არის. ჩვენ, ქართველებს, გვაქვს ცუდად აღქმული, რომ თითქოს 60 წლის ასაკში როგორ შეიძლება სიყვარულსა და გათხოვეაზე ფიქრი. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ თუ გამოჩნდა სიყვარული, ეს ჩემთვის მიუღებელი არ იქნება.

28 წლის ვიყავი, როცა დავქვრივდი და ორი შვილით დავრჩი მარტო. როცა მივხვდი, რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა, გავაგრძელე კიდეც. ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს მეუღლეს და მის ოჯახს პატივს არ ვცემდი. შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ჩემი პირველი ქმრის, გოგის დაბადების დღეს, 3 მაისს, ოჯახში ყოველთვის აღვნიშნავთ. ეს ტრადიცია არც მაშინ დარღვეულა, როდესაც მეორე ქმარი მყავდა“.

მომღერლი ინტერვიუში დედის, ნანი ბრეგვაძის შესახებაც საუბრობს:

„მე თვითონ მიკვირს ხოლმე ნანის გამოსვლების საზოგადოებაში. სახლში ხანდახან შეიძლება მოიწყინოს, თავს უფლება მისცეს, მოდუნდეს, მაგრამ თქვენც ნახეთ ალბათ, როგორ გამოიყურებოდა „მხოლოდ ქართულის“ კონცერტზე თეთრ კაბაში. ისე იმღერა პირდაპირ ეთერში, რომ რამდენიმე მომღერალმა არ დაიჯერა და თქვა, ალბათ, ჩანაწერი იყოო. ნანი ჩემი სტიმულია და ალბათ, ამიტომ არ მეშინია არანაირი ასაკის…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here