ეკა კვესიტაძემ ოპერაცია გაიკეთა

0
3008

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ ოპერაცია გაიკეთა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. კვესიტაძეს ცხვირის ძგიდის ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ყელის ტკივილები დარჩა.

“ძგიდის ოპერაციის შემდეგ დამრჩა საშინელი ყელის ტკივილი სიმშრალის გამო. საერთოდ ვერ ვყლაპავ საჭმელს, თუ ყველა ლუკმას თბილი წყალი არ დავაყოლე. მიჭირს ლაპარაკი – ექიმებთანაც ვიყავი და ვმკურნალობ კიდეც კლასიკური გაიდლაინის მიხედვით – მაგრამ, ვინმეს იგივე პრობლემა ხომ არ ჰქონიათ და პოზიტიურ გამოცდილებას ხომ ვერ გამიზიარებთ. ნეგატიური არ მინდა, ჩემიც მეყოფა“ – წერს ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში.

მის პოსტს არაერთი რჩევა და გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის იყო სახალისო კომენტარებიც. “ანუ ვერ ლაპარაკობ. მე რომ მოვიდე და რაც მინდა ის ვილაპარაკო, შენ ხმას ვერ გამცემ? მინდა“ – წერს ეკას პოსტზე მერაბ ბასილაია. “ფიზიკურად რეაგირებს შესანიშნავდ, არ გირჩევ“ – პასუხობს მეგობარს ეკას ქმარი, შოთა უტიაშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here