ეკა კვალიაშვილი რადიო „ფორტუნას“ ეთერში თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“ სტუმრობდა. მან ისაუბრა ერთ-ერთ შემთხვევაზე, როდესაც ლელა წურწუმიას ერთ-ერთი ჰიტი რუსა მორჩილაძემ მას შესთავაზა შესასრულებლად. რატომ განაცხადა უარი მომღერალმა კოლეგის სიმღერის შესრულებაზე, ეკა კვალიაშვილმა სწორედ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გაამხილა:
„ლელა წურწუმიას აქვს რუსა მორჩილაძის ერთ-ერთი სიმღერა, რომლის შესრულება საახალწლო გადაცემაში შემომთავაზა, თუმცა მასაც უარი ვუთხარი. ძალიან არ მინდოდა ლელას გაჰიტებული სიმღერის გადამღერება, რადგან ჩავთვალე, რომ მსგავსი ქცევა ძალიან უხერხული იქნებოდა ჩემს კოლეგასთან. მახსოვს, რუსამ მითხრა, „მე ვარ სიმღერის კომპოზიტორი და მე ასე მინდაო“, მე კი, ვუპასუხე, „მე მომღერალი ვარ და მე ასე არ მინდა მეთქი“.