ეკა კვალიაშვილი: „მერე დრო აღარ დარჩება და მწარე სინანული გვიან იქნება…“

0
2350

ეკა კვალიაშვილი, როგორც ჩანს, ძალიან შეაწუხა იმ აგრესიამ, რაც, მისი აზრით, საქართველოშია გამეფებული და ამ საკითხზე აზრს „ფეისბუქზე“ გამოთქვამს.

„ძალზე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ უთბილეს, უსაყვარლეს, მუდამ მზიან, სიმღერიან და მოსიყვარულე საქართველოში, ყველა საზომ ერთეულს გადააჭარბა აგრესიამ, ზიზღმა, შურმა, განკითხვამ, ერი ერს აღარ გავს და ბერი ბერს!!!!!!!!!!!!!!!!!! რა დაემართა ჩვენს მადლიან ქვეყანას და ადამიანებს, რა დაემართა ქართულ სისხლს და გენს? გონს მმოდით ადამიანებო, თორემ ახლოა, ახლოა, ახლოა… კიდევ არის სულ მცირე შანსი, რომ ტრანსფორმაცია გაკეთდეს ერის მენტალობის. შევცვალოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი თ  <3 იცოდეთ, სხვა ვერაფერი გადაარჩენს ჩვენს დედამიწას, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქალაქს, ჩვენს ერს!!! მხოლოდ სიყვარული, რადგან თავად ღმერთია სიყვარული, ღმერთი კი ერთია, ჩვენშია, და ვიყოთ ღმერთში, სიყვარულში, ნუთუ ასე ძნელია, ხალხოოოოოო.... იცოდეთ, თუ ახლავე არა, მერე დრო აღარ დარჩება და მწარე სინანული გვიანი იქნება. მე დავიწყებ და გეტყვით, მე თქვენ მიყვარხართ, მიყვარს ყოველი თქვენგანი, რადგან ღვთიური საწყისია ადამიანი და ეს საწყისი მიყვარს“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here