29.8 C
Tbilisi
Tuesday, August 9, 2022

ეკა კვალიაშვილი: „მათ პირს შაქარი, ვინც ასე ფიქრობს, რომ ჩემი იმიჯის ცვლილება საყვარელ მამაკაცს უკავშირდება…“

ეკა კვალიაშვილმა ჟურნალ „თბილისელებს“ იმიჯის ცვლილებასთან დაკავშირებულ კითხვაზე უპასუხა. მომღერალმა მკვეთრად შეიცვალა ვარცხნილობა და საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება.

ბევრმა შენი იმიჯის შეცვლა და ამის ფონზე გაახალგაზრდავება შენს პირად ცხოვრებაში სიახლეს დაუკავშირა. ამაზე რას მეტყვი? არის შენს ცხოვრებაში საყვარელი მამაკაცი?

ეკა კვალიაშვილი:

მათ პირს შაქარი, ვინც ასე ფიქრობს, რომ ჩემი იმიჯის ცვლილება საყვარელ მამაკაცს უკავშირდება (იცინის). არ დაგიმალავდთ, ახლა ნამდვილად არავინ დგას ჩემ გვერდით. სხვა გეგმები და საქმეები მაქვს, სერიოზულ პროექტზე ვფიქრობ. ჩემს საქმეებს უნდა მივხედო, ჩემი პროექტის რეალიზებაზე ვარ გადართული.

არ ვთვლი, რომ პირად ცხოვრებაში წარუმატებელი ვარ. წარუმატებელი და საწყალი ის უფროა, ვისაც ცხოვრებაში სიყავრული არ ღირსებია. არაფერს ვნანობ, არ მაინტერესებს, რას იტყვის ხალხი. იტყვიან და გაჩუმდებიან. ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ჩემს ცხოვრებაში ახლა არის ორი მთავარი მამაკაცი – ჩემი შვილიშვილები. მათ „ვაბანავებ“ დიდი დოზით სიყვარულში, რაც ჩემშია.

(ფიტოები)

Latest Posts

ბოლო სიახლეები