ეკა კვალიაშვილი მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნაზე არ დაპატიჟეს

0
138

მომღერალი ეკა კვალიაშვილი მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნას ეხმაურება და გულისტკივილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ის ამ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს.

“ამ პოსტს იმიტომ ვაქვეყნებ, რომ სიმართლე იცოდეს ხალხმა,

ჩემდა საბედნიეროდ, ტელეგადაცემებით ვერ ვინტერესდები, თუ რაიმეს ყურება მინდა, ინტერნეტით უყურებ. გუშინ დათო ძიძიგურთან ვიყავით, დათოს დედის დაბადების დღეზე, შევიკრიბეთ ბავშვობის მეგობრები, რა თქმა უნდა, თემო თათარაშვილიც იქ იყო, მომიტრიალდა და მეკითხება შეშფოთებული და დაბალი ტემბრით, ქალო, რატომ არ მოხვედი მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნაზეო? მე მივხვდი,რომ არ იყო საქმის კურსში თემუკა და ალბათ ეგონა, რომ დამპატიჟეს, მოსაწვევი გამომიგზავნეს და მე კი, რატომღაც არ მივედი… არავის ჩემთვის არც მოსაწვევი გამოუგზავნია და არც სიტყვიერად და სატელეფონო საუბარში არ მივუწვევივარ,სადაც სიებს ადგენენ ხოლმე, დათო ოქიტაშვილის მიერ გახსნილ ვარსკვლავებზე დასასწრები მოსაწვევებისთვის, რატომგაც არასდროს ვახსენდები ამ ადამიანს. თემოსგან გავიგე, რომ გუშინწინ შედგა ეს დღე.
ჩემო მაიკო, გულით გილოცავ ვარსკვლავის გახსნას, გისურვებ მრავალ წარმატებას შენი ცხოვრების განმავლობაში, თემურსაც დავაბარე და ჩემი გვერდიდანაც გილოცავ. მართლა არავის უთქვამს ჩემთვის, თორემამ სასიხარულო ამბავს, მერწმუნე არ გამოვაკლდებოდი. მიყვარხარ და როგორც კოლეგას, გისურვებ ბედნიერ და გამართლებულ კარიერულ გზას“. – აღნიშნავს ეკა კვალიაშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here