მომღერალი ეკა კვალიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ დაავადების გამო, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია აწუხებს, ბინის გარეშე დარჩა. ახლახან მან კონცერტი გამართა და მონატრებულ მსმენელს დაუბრუნდა.
„ტაში-ტუში მომღერალი რომ ვყოფილიყავი, დარბაზი გადაივსებოდა და სპონსორებიც გამომიჩნდებოდნენ, მაგრამ ახლა აქედან შემოსული თანხა არ მაძლევს საშუალებას, რომ ვიმკურნალო. ნაწყენი ვარ. თბილისი სიყვარულის ქალაქი იყო, დღეს კი რა ხდება,ა რ ვიცი.
ჩემი ბინაც კი არ მაქვს. მქონდა ფული, რომ შემეძინა, მაგრამ რადგანა რანაირი შემოსავალი არ მქონდა, ხან წამლის ფული მოვაკელი, ხან კომუნალური გადასახადების, ხან ბავშვებისთვის დამჭირდა… ნაგირავებიდან ნაგირავებში გადასვლამ მომიწია“.
როგორც მომღერალი აღნიშნავს, ხერხემალი აქვს გადასაღები, ასევე მუდმივად აწუხებს ალერგიული რეაქცია და 24 საათი წამლებს იღებს.