ეკა ხოფერიას ვიდეომიმართვა კოლეგებს

0
1944

ჟურნალისტი ეკა ხოფერია კოლეგებს მიმართავს. ხოფერია ჟურნალისტებს მოუწოდებს, თავიანთი გადაცემის ერთი წუთი, რეჟისორ რატი გომართელს დაუთმონ.

„ადამიანები ვინც მუშაობს ტელევიზიაში, ხშირად ვერც ვაცნობიერებთ რამხელა ძალა აქვს ტელევიზიას. არც ვაფასებთ იმ წამებს, რომლისგანაც შედგება თითოეული ჩვენგანის გადაცემა“ – ამბობს ტელეწამყვანი ვიდეომიმართვაში.

რატის, რომელიც 1-ლი ჯგუფის ინვალიდია, 20 წელია აქვს ძალიან რთულად სამართავი, ინსულინდამოკიდებული დიაბეტი. ამ ავადმყოფობის ფონზე, განუვითარდა თირკმლის უკმარისობა და უკვე 6 თვეა დიალიზზეა. ასევე, სრულიად შემთხვევით გამოუვლინდა ფილტვის ტუბერკულოზი და ცე ჰეპატიტის არააქტიური ფორმა. ტუბერკულოზი უკვე ნამკურნალებია და მორჩენილი აქვს, მაგრამ ხანგრძლივი დიალიზი, დიდი ალბათობით, ისევ გაააქტიურებს მას, ცე ჰეპატიტის მკურნალობა ამ ავადმყოფობების ფონზე კი შეუძლებელია.

ამჯერად რატი გომართელს თირკმლის და პანკრეასის გადანერგვა სჭირდება, რომელიც ჟენევაში უნდა ჩატარდეს. ახალგაზრდა რეჟისორის გამოჯანმრთელებას 170 000 დოლარი სჭირდება.

რატი გომართელის დახმარება შეგიძლიათ შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000760500000
მიმღები: რატი გომართელი
#რატისთვის

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here