“ეკა ხოფერიას თოქ-შოუს” გარშემო ხმაური გრძელდება

0
40

“ეკა ხოფერიას თოქ-შოუს” გარშემო ხმაური გრძელდება. გუშინდელი გადაცემის თემა გახლდათ “ოპერა – მოსაწვევი პირდაპირ ეთერში” – რომელიც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნას ეძღვნებოდა. შოუს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და არაერთმა ადამიანმა საკმაოდ ვრცელი პოსტიც მიუძრვნა ამ თემას, მათ შორისაა კრიტიკოსი და ჟურნალისტი დავით ბუხრიკიძე.

“ეკა ხოფერიას “საოპერო შოუს” ფინალი იყო ასეთი: ჯერ ბატონმა გოგი-ალექსი მესხიშვილმა არ მაინტერესებს არც კრიტიკა და არც ვინმეს აზრი; პროვინციალები ხართ, ჩემი შემოქმედება ყველაზე კარგად ვიცი და მესმისო.// “იმედის” შენობის გამოსასვლეში კი მისი უცნაური ნეიტრალურ-იქედნურ-დამცინავი მზერა ვიგრძენით. თუმცა არაფერი უქვამს/// ცოტა ხნის შემდეგ, ისე მოხდა რომ, მე და სოფო კილასონიას მასთან და თამარ ივერთან ერთად “იმედის” მანქანაში ჩაჯდომა მოგვიწია, თუმცა ფსიქოლოგიურად ვერაფრით შევძელით…დაველოდეთ მეორეს. ამ დროს მოდიან სპექტაკლის რეჟისორი, ბატონი გიზო ჟორდანია და აბესალომის პარტიის შემსრულებელი თემურ გუგუშვილი, რომელიც მე და სოფოს გვეუბენა, “მე წაგიყვანთო”. ამაზე ბატონ გიზოს სახე შეეცვალა და გუგუშვილს ჩემზე ეუბნება….”რას ამბობ, ამასთან როგორ ჩავჯდები მანქანაში, ადრე ისეთი რაღაცეები აქვს გაკეთებული, ლამის უნდა დამეხრჩოო”…მერე დაველოდეთ მესამეს. ამჯერად, უკვე ჟურნალისტ ლუბა ელიაშვილთან და მის დასთან ერთად/// მოკლედ, მესამე ჯერზე გაგვიმართლა…

და ამ ყველაფრის მიღმა რაღაცნაირი, ვითომ საყვარელი, რბილი და არტისტულ ლირიკული ფაშიზმის ვიგრძენი!

ვაგნერი მინდა ძალიან, რომ დაიდგას ჩვენს ოპერაში…ისე, გამოსაფხიზლებლად!” – წერს ბუხრიკიძე სოციალურ ქსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here