ეკა ხოფერიას 14 წლის წინანდელი ფოტო შვილთან ერთად – “კარგი მოგონებები…”

0
98

ეკა ხოფერია აქვეყნებს ფოტოს, რომელიც გამოუგზავნეს და 14 წლის წინაა გადაღებული, მის პირველ შვილთან, ანანო ლევიძესთან ერთად. მას დედა მოფერებით ნუნიკას ეძახის.

“2002 წელი. დიმა ჩიკვაიძემ გადაგვიღო გამოფენისთვის მე და ნუნიკას. სად გადაგიღოთო და სახლში რემონტი მაქვს– მეთქი, გადასარევიო და ასე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში პირველი პროფესიონალური ფოტო. მერე “ამარტამ“ დაბეჭდა. ფოტოს ვეძებდი და დღეს სრულიად უცნობმა გოგონამ გამომიგზავნა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში თემისთვის ძველ ჟურნალებს ვათვალიერებდიო და მომეწონაო. კარგი დღე ყველას და კარგი მოგონებები…“ – აღნიშნავს ეკა სოციალურ ქსელში.

ანანო ტელეწამყვანს გიორგი ლევიძესთან პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
eka-xoferia-Sviliu-e1452506770795

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here