20.8 C
Tbilisi
Friday, March 24, 2023

ეკა ხოფერიამ ია ფარულავას გამო ბოდიში მოიხადა

ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ, გუშინ გადაცემის ბოლოს ბოდიში მოიხადა. ტელეწამყვანს საჩივრით 18 იანვარს ეთერში გასული გადაცემის გამო, აზერბაიჯანელმა სტუდენტებმა მიმართეს. 18 იანვრის გადაცემა “ეკა ხოფერიას შოუმ“ ია ფარულავაზე მოამზადა, სადაც მან აზერბაიჯანელები საუბარში, უნებურად თათრებად მოიხსენა.

როგორც ტელეწამყვანმა მიმართვისას განაცხადა, ტელეიმედის რეგულირების საბჭომ, საჩივრის შესწავლის შემდეგ, დაადგინა, რომ სტუმრის უნებური შეცდომის გამო, დაირღვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 32-ე მუხლის, მე-2 ნაწილი და მათი მიზანი არცერთი ეროვნების წარმომადგენლების დისკრიმინაცია არ არის.

Latest Posts

ბოლო სიახლეები