ეკა ხოფერია: “საერთოდ არ დავხარჯავ ბევრ ფულს უაზრობებში, არ მჭირდება…”

0
712

ჟურნალისტი ეკა ხოფერია, ძირითად დროს, შინ ატარებს და როგორც თავად წერს, სოცქსელებთანაც ნაკლები წვდომა აქვს, რადგან მის სახლში, რომელიც შინდისში მდებარეობს, ინტერნეტს ძალიან ცუდად იჭერს.

ეკა გვიზიარებს, როგორ ატარებს დღეებს საგანგებო მდგომარეობის დროს.

“ვისაც არც ეს ტიკ ტოკის ეპიდემია, ინსტაგრამ თუ ფბ ლაივები და არც ეს დილა/სადილი/ვახშამი ფბ თამაში გვშველის რა ვქნათ, აბა?)

უფრო სერიოზულად კი, შინდისში რაღაცნაირად ისე მოხდა, სავარაუდოდ, ინტერნეტის გამო, ფეისბუქზეც ვერ შევდივარ. ცოტა ჯადოსნურ ზღაპარში ვცხოვრობ აი, დღეს დილით მოვახერხე მხოლოდ. ჰოდა, სანამ დრო მაქვს დაგიწერთ. ყოველ დილით იმ აღქმით მეღვიძება, რომ მორჩა ამბავი და გავედით ყველა სახლებიდან, ყველა გამოჯანმრთელდა და გამოიგონეს ვაქცინა. მე ასე ვარ, საშინელი ოპტიმისტი და მაქსიმალისტურად: მინდა ყველაფერი და კარგი და ნუ იქნება ის უცებ.

აი , იმ ჯადოსნურ დღემდე კი დილაობით შევდივარ საგანგებოდ ერთი-ორი ადამიანის კედელზე( განგებ თუ არ შევედი, როგორც მოგახსენეთ, ვერ ვსქროლავ‍♀️), ვიგებ ზუსტ ინფორმაციას და გავდივარ ისევ უცნაური ცხოვრების უცნაურ რიტმში. ახლა კითხვა.
ბევრი მეუბნება, რომ ცხოვრება ზუსტად ისეთი ვეღარ იქნება. რაღაც ნაწილში ამ მოსაზრებას ცოტა გულდაწყვეტილი მეც ვეთანხმები. მაგრამ პირადად მე ჩემს მომავალ ცხოვრებაში მხოლოდ რამდენიმე რამეს შევცვლი.

1. ასჯერ მეტ საქმეს გავაკეთებ

2. ამას ისე გავაკეთებ, რომ ასჯერ მეტ საქმეს ოჯახში გავაკეთებ ( ასჯერ მეტს და დიდი სიამოვნებით!)

3. დედ-მამას, ჩემს დებს ყოველდღე ვნახავ

4. მეგობრებს მორიგეობით სხვადასხვა კლასტერს ყოველ კვირას ვნახავ ჩემებურად ))) მაგრამ ამას ისედაც ვაკეთებდი

5. საერთოდ არ დავხარჯავ ბევრ ფულს უაზრობებში, არ მჭირდება

6. ხეხვა/სტერილიზაცია /სიფრთხილე ამ კუთხით გამყვება

7. საზღვარგარეთ ბოდიალს ორჯერ მაინც შევამცირებ)

8. დაბოლოს. ” სითის” ონლაინ გამოცემად მაინც არ გადავაქცევ, სულ რომ მსოფლიოში ბოლო ბეჭდური გამოცემა იყოს. რეალური შეგრძნებები, შეხებები… მათ შორის გადაფურცვლაც ყოფილა მთავარი. ჩემთვის)

აბა, თქვენ რას შეცვლით?”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here