20.8 C
Tbilisi
Thursday, September 15, 2022

ეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილი, ქეთო თოფურიძე შეყვარებულია?!.

ეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილი, ქეთო თოფურიძე, ბოლო დროს შესანიშნავად გამოიყურება. ქეთო გემოვნებას არ უჩივის, ყოველთვის ორიგინალურად და საინტერესოდ აცვია. გარდა ამისა, ცნობილია და თავადაც არ მალავს, რომ გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა, ცხვირი გაიკეთა და ტუჩი გაიკეთა. ამ შესამჩნევმა ცვლილებების შემდეგ ქეთომ არაერთ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, დედასთან და დებთან ერთად თუ ცალკე.

ახლახან ქეთომ „ინსტაგრამზე“ დადო ორი ფოტო, სადაც ბიჭთან ერთად არის გადაღებული. ფოტოები ისეთია, რომ მნახველს დარჩება შთაბეჭდილება, ისინი შეყვარებულები არიან. ქეთოს ფოტოებს უწონებენ. ერთ-ერთი ნინი შერმადინია, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და წყვილს თავისთან ეპატიჟება: „ძალიან მიყვარხართ და გელოდებით“, აღნიშნავს მომღერალი.

Latest Posts

ბოლო სიახლეები