ეკა კახიანი: “მეტკინა, როცა ნინი ქმარს გაშორდა…”

ეკა კახიანი “პრაიმშოუს” სტუმრობდა და დედა-შვილობის თემის ფარგლებში ნინი ბადურაშვილზე ისაუბრა.

როგორც ეკამ აღნიშნა, ნინი ძალიან კარგი ბავშვი იყო. ამ ბოლო დროს კი ძალიან წუწუნა გახდა და წუწუნებს ყველაფერზე, ამინდიდან დაწყებული, პარიზში წასვლით დამთავრებული – “ამის გამო მანქანიდან გადავუხტი მეცხრე საავადმყოფოსთან”, იხსენებს მსახიობი.

ყველაზე მძიმე ნინისთან დაკავშირებით მისი ქმართან გაშორების პერიოდი იყო – “ძალიან მეტკინა, როცა ნინი ქმარს გაშორდა. მე კი არა, მთელი საქართველო ამას განიხილავდა”, აღნიშნა ეკა კახიანმა.

მისი თქმით, ამ ბოლო დროს, როცა ნინი ურეკავს, ცოტა შეშინებული იღებს ტელეფონს.

(ვიდეო)

Scroll to Top