ეკა ჩხეიძე: „ასაკთან ერთად დავჭკვიანდი… ჩაკეტილი ვიყავი…“

0
1981

ეკა ჩხეიძეს სასტუმრო „მუზეუმში“ შევხვდით და მის მყუდრო ვერანდაზე მსახიობთან ინტერვიუ ჩავწერეთ. თავის შვილს მსახიობობა არ ურჩია და ის ინტერიერის დიზაინს საზღვარგარეთ, კერძოდ, მილანში ეუფლება… თავად კი ამ პროფესიის არჩევა არასდროს უნანია. ერთადერთი, რასაც ნანობს, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანების დაკარგვაა.

როგორ ახერხებთ მუდამ ასეთ ფორმაში ყოფნას?

ეკა ჩხეიძე:

არანაირი საიდუმლო არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ვიცვლები… ვცდილობ, არ ვინერვიულო ისეთ რამეზე, რასაც ვერ შევცვლი. ყოველთვის, როცა რაღაც პრობლემა მაქვს ან ვიღაცისგან მეწყინება, საკუთარ თავში ვცდილობ მისი საქციელის გამართლების პოვნას. თუკი მე ვარ დამნაშავე, ნაკლებად ვბრაზდები. მინდა, ასე იყოს და პრინციპში, ასეც არის, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ ხდება. როცა დრო გადის, ხვდები, რომ რაღაცები ისე უნდა მომხდარიყო, როგორც მოხდა. მინდა, დადებითად შევხედო მოვლენებს. არ ვუყურებ ტელევიზორს, არ ვიშლი ნერვებს, ვცდილობ, ავირიდო ის ინფორმაცია, რომელიც უარყოფითად იმოქმედებს და მე ვერ შევცვლი. გარეგნობაზე ძალიან მეტყობა განწყობა, როგორც კი ვნერვიულობ, სულ რომ ვითამაშო, რომ კარგ ხასიათზე ვარ, ყველა მაინც მატყობს. მგონია, რომ ნერვული სისტემაა მთავარი იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე. ვცდილობ, ვიურთიერთო მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვინ პოზიტივს მაძლევს. იმ ადგილას არ დავდივარ, სადაც აუცილებლად უნდა ვიყო, თუკი არ მინდა და ჩემზე უარყოფითად მოქმედებს. დადებითი ემოცია და უარა საუკეთესო მკურნალია, კარგი განწყობა კი გარეგნობაზეც აისახება. ვრცლად ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here