ეკა ბესელია „მისტერ ვალენტინის“ ჟიურის წევრია: „თუ სილამაზეს ვაფასებთ, რატომ არ შეიძლება, მამაკაცების კონკურსი არსებობდეს?!.“

0
390

წლევანდელი „მისტერ ვალენტინის“ ჟიურის ერთ-ერთი წევრი ეკა ბესელია იქნება. ის პოდიუმზე გამოსულ მამაკაცებს შეაფასებს და მათ შორის გამარჯვებულს ჟირუის სხვა წევრებთან ერთად გამოავლენს.

როგორც თავად ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ამბობს, ეს შეთავაზება გიორგი მასხულიასგან მიიღო, კარგად იცნობს მასაც და დედამისსაც, რადგან ისინი მისი კუთხიდან არიან:

„თავიდან ცოტა შევცბი და მეუცხოვა ეს თხოვნა. ვყოყმანობდი და ვფიქრობდი, რამდენად შედიოდა ეს ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, შევძლებდი თუ არა მის დახმარებას, ისე ძალიან უნდოდა ჟიურიში ვყოფილიყავი, რომ ნამდვილად ვერ დავწყვეტდი გულს და დავთანხმდი…

მოდელი ვაჟების მიმართ საკმაოდ ჯანსაღი დამოკიდებულება მაქვს, ასეთ საკითხებზე არც ვქირქილებ და არც ირონიით ვუყურებ… ვერ ვხედავ, რატომაა ამოვარდნილი ეს ქართული ხასიათიდან. გიორგი მასხულიას ამიტომ ვამხნევებ და ვუწონებ ასეთ თამამ ნაბიჯებს. თუ სილამაზეს ვაფასებთ, რატომ არ შეიძლება მამაკაცების კონკურსი არსებობდეს?!.“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here