ეკა აბულაძე: „თუ გავიმარჯვებ, უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი“

0
1839

ეკა აბულაძე გუშინდელი „ნიჭიერის“ ესემეს ლიდერი გახდა და პროექტის ფინალში გადავიდა.  ეკა 6 წლის ასაკიდან მღერის, „ნიჭიერში“ მეგობრების თხოვნით მოხვდა და წარმატებასაც მიაღწია. ის „ძია ნოდარის ბენდის“ სოლისტია.

– ეკა, ელოდით ფინალში მოხვედრას?

– იმედი მქონდა, მაგრამ ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. ვერც გადმოვცემ ჩემს ემოციებს, ყველას დიდი მადლობა თითოეული ზარისთვის.

– რატომ გადაწყვიტეთ „ნიჭიერში“ მონაწილეობა?

– ჩემი სურვილით არ მივსულვარ ნიჭიერში, ჩემი მეგობრების და მეუღლის იდეა იყო, დიდხანს მეხვეწებოდნენ ეს გამეკეთებინა და დავთანხმდი. არ ველოდი ასეთ წარმატებებს, როცა ოქროს ღილაკს დააჭირა ჟიურიმ მხოლოდ მაშინ მომეცა იმედი. თუ გავიმარჯვებ, ალბათ უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი, როგორც ჩემს ცხოვრებაში ასევე კარიერაში.

– რამდენი წლიდან მღერი?

– 6 წლის ასაკიდან ვმღერი, მაგრამ დიდხნიანი პაუზები მქონდა. ვწერდი მოთხრობებს, ლექსებს, ესეებს, ჩანახატებს, მაგრამ თავი დავანებე. ალბათ ეს ასაკობრივი იყო, ახლა მხოლოდ მუსიკა არის ჩემი საქმე.

– ფეისბუქზე თქვენს ლიდერობას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, თუ წაიკითხეთ შეფასებები და რას ეტყვით კრიტიკოსებს?

– არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვისაც აფასებენ როგორც დადებითად ასევე უარყოფითად. ეს ძალიან კარგია, წერონ და იკითხონ, მშვენიერი პიარია ჩემთვის.   

https://www.youtube.com/watch?v=S_T2Rg2-pE0

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here