ედ შირანს პლაგიატში სდებენ ბრალს

0
2125

ბრიტანელი მომღერალი ედ შირანი მალე სასამართლოს წინაშე წარსდგება. მას პლაგიატში სდებენ ბრალს. ბრალმდებელი ვინმე ედ ტოუსენდის ოჯახია. როგორც ირკვევა სწორედ ტოუსენდი არის ავტორი ლეგენდარული მარვინ გეის, 1973 წლის ჰიტისა  “Let’s get it on“.  სიმღერის ავტორის ოჯახი აცხადებს რომ ედ შირანმა ტოუსენდის კომპოზიციის მელოდია, ჰარმონია და რიტმი მოიპარა.

ედ შირანის წარმომადგენელს ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა ბრიტანელ მუსიკოსს პლაგიატში ადანაშაულებენ. ჯერ კიდევ თებერვალში ცნობილმა ჯგუფმა Boyz II Men სახალხოდ განაცხადა რომ შირანის ჰიტი „Thinking Out Loud“ საოცრად ჰგავს მათ მიერ დაწერილ ჰიტს „Let’s Get It On“. უკვე ივნისში კი სიმღერების ავტორებმა მარტინ ჰარინგტონმა და ტომ ლეონარდმა ედს საქსამართლოში უჩივლეს სიმღერისთვის „Photograph“, რომელიც როგორც ჩანს ასევე ძალიან გავს მათ მიერ 2012 წელს დაწერილ ჰიტს რომელსაც მეტ კარდლი ასრულებს. სიმღერის ავტორები ედ შირანისგან 20 მილიონ ევროს ითხოვენ.

ვნახოთ რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო, მანამდე კი შეგიძლიათ თავად შეადაროთ რამდენად ჰგავს ეს სიმღერები ერთმანეთს…


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here