21-ე საუკუნის ყველაზე აქტუალური თემა ძლიერი ქალი და მისი ცხოვრების განვლილი ეტაპებია ამ სტატუსამდე. ჩვენი რესპოდენტი საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანია. ის სამი შვილის დედა გახლავთ, რომელიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მივიდა, სადაც თავის დამკვიდრება როგორც თვითონ აღნიშნავს არც ისე იოლი იყო. სანამ პოლიტიკოსის სტატუსს მოირგებდა არანაკლებ დატვირთული დღის გრაფიკი ჰქონდა მაგრამ ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია ოჯახის საქმეებში.