„ძალიან ლამაზია, დედასაც ჰგავს და მამასაც, მაგრამ ორივეს სჯობნის“ – ნატალია ყიფშიძემ ტელემაყურებლის გული დაიპყრო

0
712

ნატალია ყიფშიძემ „პროფილის“ ეთერში ისაუბრა მამის, გიორგის შესახებ და აღნიშნა, რომ მასთან დიდი მეგობრობა აკავშირებს. ნატალია ამბობს, რომ დედ-მამას არაფერს უმალავს, თუმცა გიორგის ძალიან არ უყვარს მასთან ბიჭებზე საუბარი და ცდილობს, ამის შესახებ არ ელაპარაკოს.

ნატალაი ფიქრობს, რომ მამას ძალიან ჰგავს ხასიათით და მათ სიჯიუტე აერთიანებთ, თუმცა გიორგი ასევე ბუტიაც არის.

ვიდეო, სადაც ნატალია მამაზე საუბრობს, „პროდილის“ გვერდზე განთავსდა, სადაც დიდი გამოხმაურება და დადებითი კომენტარები გამოიწვია:

„რა კარგი გოგოა ნატალია, უყვარს მამასთან ყოფნა და მის ახალ ოჯახთან, ამ ასაკის გოგოებს ნახევარზე მეტს, არც დედა უნდათ და არც მამა, კარგი აღზრდილი შვილია, თან ულამაზესი“.

„ეს ბავშვი არის ძალიან ლამაზი და პიროვნულად დახვეწილი. მართლა სასწაული გოგო…“

„რა ლამაზი გოგოა… ცოტათი ლენასაც წააგავს დიდ ბებიას“

„დედასავით ლამაზი გოგო ხარ, ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს“

„ერთხელ მქონდა შეხება ამ ბავშვთან და ეტყობოდა, რომ კარგად აღზრდილია, აღფრთოვანებული დავრჩი. თან ძალიან ლამაზია“

„ძალიან ლამაზია, დედასაც ჰგავს, მამასაც, მაგრამ თუ არ მიწყენენ, ორივეს სჯობნის.“

(ფოტოები/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here