“იქს ფაქტორის” დასრულების შემდეგ ზოგი მადლობას უხდის საზოგადოებას, ზოგიც კი ბოდიშს. ამჯერად მორიგი მიმართვა ცირა კობიაშვილისგანაა, რომელიც გულშემატკივარს ბოდიშს უხდის უყურადღებობისათვის.
“ძალიან განვიცდი, რომ ჩემი გულშემატკივრებისთვის ყოველთვის ცოტა დრო მაქვს და ხანდახან ვერც ვახერხებ, რომ ვუპასუხო მათ შეტყობინებებს, გამოვხატო ის სიყვარული, რასაც მათ მიმართ ვგრძნობ…
ამ ადამიანებს წარმოდგენაც არ აქვთ, თუ როგორ მიყვარს თითოეული მათგანი და ალბათ რომელიმე იმედგაცრუებულიც ყოფილა ჩემგან, რომ სათანადო ყურადღება ვერ მიმიქცევია. სინამდვილეში მე ვგიჟდები თქვენზე და არასდროს მავიწყდებით!”