13.8 C
Tbilisi
Saturday, November 12, 2022

“ძალიან გამიჭირდება ამ ადამიანების გარეშე მუშაობა“ – ეკო ფანგანი

ტელეკომპანია „იმედზე“ განხორციელებულ ცვლილებებს, რამდენიმე წამყვანი არ შეეწირა და ისინი არხთან თანამშრომლობას ისევ გააგრძელებენ. ასეთი წამყვანების რიცხვში მოხვდა მოდელი და ტელეწამყვანი, ეკო ფანგანი, რომელიც “დღის შოუს” მაყურებელს სასარგებლო რჩევებს აძლევდა. ინფორმაცია ამის შესახებ, “მიუზიკ ბოქსს“ ეკო ფანგანმაც დაუდასტურა.

–  მე ვრჩები “იმედზე”, “დღის შოუ” არ დახურულა, უბრალოდ გადაცემის ფორმატი შეიცვალა და ორშაბათიდან, განახლებული სახით გავა ეთერში. რაც შეეხება სოფიკო ნარჩემაშვილს, მგონი ის საერთოდ წყვეტს არხთან ურთიერთობას, რადგან თვლის, რომ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. შაინინას და ლელა მებურიშვილს, ალბათ სხვა გადაცემებში იხილავთ. ძალიან გამიჭირდება ამ ადამიანების გარეშე მუშაობა, მაგრამ ახლა ასე მოხდა, ფორმატი შეიცვალა გადაცემამ.

ისეთ შოუს გპირდებით, რომლითაც დღის ეთერის მაყურებელი საქართველოში განებივრებული არ არის. ასე რომ დაელოდეთ ორშაბათს.

Latest Posts

ბოლო სიახლეები