ნინო სურგულაძე ტყუპების დედა გახდება, ამ სასიხარულო სიახლის შესახებ მან ,,მთავარი არხის” დილის გადაცემაში ისაუბრა.
,,ჩემთვისაც საკმაოდ შოკისმომგვრელი იყო, ფაქტიურად ვეღარც ვმალავ უკვე… რაღაც პერიოდი ამაზე არ ვსაუბრობდი… ეს იმდენად სასიხარულო ამბავია ჩემთვის, იმიტომ რომ ყოველთვის ამაზე ვოცნებობდი. რაღაცეები ხდება ცხოვრებაში მაშინ, როდესაც ამას არ ელოდები. ვარ ძალიან ბედნიერი, თანაც ორს ველოდები”