Dreamland Oasis Resort & Spa-მ ზაფხულის სეზონი გრანდიოზული ღონისძიებით გახსნა

daimland

2026 წლის 5 ივლისს, ჩაქვში მდებარე Dreamland Oasis Resort & Spa-მ ზაფხულის სეზონის ოფიციალური გახსნა მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა.

საღამომ ერთ სივრცეში გააერთიანა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ტურიზმისა და ბიზნეს სექტორის წევრები, მედიის წარმომადგენლები, ინფლუენსერები, პარტნიორი კომპანიები და სხვა საპატიო სტუმრები.

ღონისძიება მიზნად ისახავდა 2026 წლის ტურისტული სეზონის გახსნას, რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და Dreamland Oasis Resort & Spa-ს, როგორც შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთი გამორჩეული საკურორტო კომპლექსის, განვითარების ახალი ეტაპის აღნიშვნას.

საღამოს განმავლობაში სტუმრებს მრავალფეროვანი მუსიკალური და გასართობი პროგრამა დახვდათ. სცენაზე წარდგნენ ნატო მეტონიძე, თეატრალურის კვარტეტი, კახაბერი და ხანუმები, რომლებმაც განსაკუთრებული ატმოსფერო და დაუვიწყარი განწყობა შექმნეს. ღონისძიების მუსიკალური ნაწილი DJ Chiki-მ და DJ Mich-მა გააგრძელეს, ხოლო საღამოს გიორგი ცხადაძე და სალომე ლემონჯავა უძღვებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გათამაშებებიც, სადაც სტუმრებს პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებული მრავალფეროვანი საჩუქრების მოგების შესაძლებლობა ჰქონდათ.

Dreamland Oasis Resort & Spa სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას, რომელიც აერთიანებს სასტუმროს, აპარტამენტებს, რესტორნებს, აუზებს, სპა და გამაჯანსაღებელ სივრცეებს, სპორტულ და საბავშვო გასართობ ზონებს. სწორედ ეს მრავალფეროვნება აქცევს რეზორტს შავი ზღვის სანაპიროზე ოჯახური და სრულყოფილი დასვენების ერთ-ერთ გამორჩეულ მიმართულებად.

ზაფხულის სეზონის გრანდიოზულმა გახსნამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა Dreamland Oasis Resort & Spa, როგორც ადგილი, სადაც თანამედროვე კომფორტი, გართობა და სტუმარმასპინძლობის განსაკუთრებული გამოცდილება ერთიანდება.

Scroll to Top