„დოლჩე და გაბანამ“ ახალ კოლექციაში დემნა გვასალიას „ლილოს ჩანთა“ გაიმეორა (ფოტოები)

0
2007

 

„დოლჩე და გაბანას“ ახალი კოლექია, 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჰაეროვანი, ჭრელი ნამუშევრები ინტერნეტმა მყისვე აიტაცა. აქ ნახავთ უამრავ ულამაზეს პრინტსა და რასაკვირველია, ისეთ სიჭრელეს, რომელიც მხოლოდ იტალიელი დიზაინერების ცნობილი ტანდემისთვის არის დამახასიათებელი. პრინტში ხშირად ნახავთ ბანქოს კარტებსაც, რომელიც ამ ფერადოვნებას კიდევ უფრო მეტ ფერს სძენს.

ერთ-ერთი საინტერესო მოდელი ახალ კოლექციაში გამოვარჩიეთ, ყვითელ კაბას ისეთი ჩანთა აქვს შეხამებული, რომელსაც საქართველოში „ლილოს ჩანთებს“ ვეძახით, მსოფლიო მოდაში კი დემნა გვასალიამ დაამკვიდრა, როდესაც „ბალენსიაგასთვის“ შექმნა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, „დოლჩე და გაბანამ“ ეს სტილი ქართველი დიზაინერისგან ინათხოვრა. ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here