ჟურნალმა “Hello” Mercedes-Benz Fashion Week-ის სტუმრებისთვის After Party მოაწყო

0
1656

ბლოგერები, ბაიერები, კრიტიკოსები, დიზიანერები ახლო ხედით, ძალიან მიმზიდველად ჟღერს. Music Box-ს პატივი ერგო, რომ ჟურნალ Hello-ს მიერ მოწყობილ After Party-ზე აღმოჩენილიყო და ბევრისთვის მიუწვდომელ ადგილას, თქვენი მეგზური გამხდარიყო. აქ დღის ბოლოს მოდური აურზაურის მთავრი მონაწილეები იყრიან თავს.

ჟურნალის ქართულ გამოცემას კიდევ ერთი ახალი დანამატი “Hello პრეტაპორტე” შეემატა, რომელიც მომავალი წლის მოდურ ტენდენციებს აერთიანებს. აქ თავმოყრლია მსოფლიო და ქართველი დიზიანერების კოლექციები. ჟურნალ Hello-ს ქართული გამოცემა, ყოველთვის ზრუნავს, რომ მის გარეკანზე და ფურცლებზე წინა პლანზე ქართველი სახეები წამოწიოს. Hello-ს პრეტაპორტეს უკანა ქავერზე მოხვედრის პატივი, მისტერ საქართველო 2010-ს, გიორგი ორბელაძეს ხვდა წილად. მან უკვე დიდი ხანია პოდიუმიდან სპორტში გადაინაცვალა და წარმატებული ბოდიბილდერი გახლავთ. ამბობს, რომ მისი გაბარიტები მოდელად ყოფნაში ხელს აღარ უწყობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here