ჟურნალისტი თეა სიჭინავა სოციალუ ქსელში პოსტს ავრცელებს.
„ხალხნო, ვიცი რომ სამყარო შეიშალა და ისიც ვიცი ლარი რა უბედურ დღეშიცაა, მაგრამ ჩემი ამბავიც რომ არ გაგიზიაროთ, ალბათ მეც შევიშლები. ორი საათის წინ ჩემი მანქანაც დავამტვრიე და სხვისიც, გამოვიწერე 250 ლარიანი ჯარიმა, ავარიის შოკი არ მაქვს ჯერ კიდევ გავლილი და სახედაკარგული რომ მივედი ერთ ადგილას, აგერ თურქეთში ელჩის მკვლელობაც წამომეწია.
გგონიათ დასრულდა? გამოვედი და არასწორი პარკირებისთვის, ამჯერად ათი ლარით დავჯარიმდი. ამ წმინდა ნიკოლოზს მეც კი ვთხოვე დღეს რაღაც, მაგრამ მგონი არასწორად გამიგო“ – წერს თეა.