ჟურნალი ნარგიზის გაზაფხულის ნომერი. მნიშვნელოვანი კულტურული თუ მოდური ამბები ჟურნალის ფურცლებზე

0
2055

პრიალა ჟურნალი ნარგიზი, რომელიც ყველაფერს აშუქებს, რაც დაკავშირებულია მოდასთან, კულტურასთან, ხელოვნებასთან და ცხოვრების სტილთან, მკითხველს უკვე მე-11 ნომერი შესთავაზა. გაზაფხულის ნომრის პრეზენტაციაზე კი თავისი ერთგული მკითხველები და ჟურნალის გმირები მიიპატიჟა. გაზაფხულის ნომერი, როგორც წინამორბედები, ახლაც მნიშვნელოვან თემებს ეხება, როგორებიცაა გასული თბილისის მოდის კვირეულის ამბები ან რჩევები ქალბატონებისთვის, თუ როგორ უნდა მოემზადონ ცხელი ზაფხულის სეზონისთვის. მე-11 ნომრის ყდას ცნობილი და ძალიან წარმატებული მსახიობი, ია სუხიტაშვილი ამშვენებს. მკითხველს კი მისი საინტერესო ისტორიის წაკითხვის შესაძლებლობა აქვს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here