ჟურნალ “ვოგის” ყდაზე ორსული ბიონსეს ფოტოს ეკა ხოფერია გამოეხმაურა

0
3831

ჟურნალ “ვოგის” ყდას ორსული ბიონსეს ფოტო ამშვენებს, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსოფლიო ვარსკვლავი ტყუპებს ელოდება. ამ ფაქტს ჟურნალისტი და ჟურნალ “სითის” რედაქტორი, ეკა ხოფერია გამოეხმაურა.

“ვოგის” ყდა, ბიონსე ფეხმძიმედ. ვუყურებ დილიდან და ვფიქრობ შემდეგს: საქართველოში რომელიმე ჟურნალს მსგავსი სტილით- ყვავილები, ფატა, პროფილში დამჯდარი, ხელები მუცელზე, ჯინსის შორტი…- ყდა რომ გადაეღო ჩვენი ყოვლისმცოდნე ესთეტები მიწაში ჩადებდნენ- რა იყო კრეატიული დირექტორი არ გყავთ? ეს გოიმობა რამ გადაგაღებინათ? ორსული და ასეთი შორტებივით ვის გაუგია (ერთხელ , ანუკა არეშიძე გადაპრანჭული კარტოფილს თლიდა კადრში, ერთი თვე თავს ვიმართლებდით, ასეთი ჩანაფიქრია კაცო, ჩვენც კი ვიცით კარტოფილს როგორ უნდა თლიდეს ქალი)) რას ვღელავდი მაშინ? ((..)ჰოდა, მე ასე ვფიქრობ, ნამეტანი მოგვდის ამ საქართველოში, ნამეტანი ყველაფრის კრიტიკა და ყველაფრის ცოდნა. ვერ იქნება ყველა ყდა ” სვეცკ-არტული” და “აი რაღაცნაიირი”, ვერც გადაცემა, ვერც წამყვანი, ვერც ადამიანი. ნება მოგვეცით ვიყოთ ისეთი, როგორიც გვინდა რომ ვიყოთ. გაუმარჯოს ” ვოგს”, რომელსაც უნდა ყავილებიან თაიგულში ორსულ ბიონსეს ჩასვავს და უნდა მიშელ ობამას დემოკრატიული კაბით. დილა მშვიდობისა და მეტი თავისუფლება ჩვენ ყველა.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here