ჟურნალ “Hello-ს” გარეკანზე ახალგაზრდა, წარმატებული მუსიკოსი ათუკა ედიშერაშვილი მოექცა

0
1678

ვარსკვლავური ცხოვრების, მოდის, სილამაზისა და თავის მოვლის სფეროში, ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად გამოცემას, ჟურნალ “HELLO!-ს” მრავალწლიანი და ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ის ჯერ კიდევ 1944 წელს გამოჩნდა ესპანეთში. ამჟამად კი, 20 მილიონზე მეტ ერთგულ მკითხველს ითვლის. ბრენდი 90 ქვეყანაში, 30 ინტერნაციონალური გამოცემითა და 8 ვებგვერდითაა წარმოდგენილი. მათ რიცხვს, საბედნიეროდ, ერთ წელზე მეტია საქართველოც შეემატა. ეს ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი და გლობალური ნაბიჯია, რადგან ქართული კულტურის, ტურიზმის, მოდისა თუ სამზარეულოს პოპულარიზაციისათვის, ჟურნალი საუკეთესო საშუალებაა. მის გარეკანზე არაერთი ცნობილი, წარმატებული და ყველასათვის საყვარელი ადამიანი გვიხილავს, რომელთა ცხოვრების, კარიერისა და გეგმების შესახებ, ექსკლუზიურად სწორედ ჟურნალის ფურცლებიდან შეგვიტყვია. ამჯერად “Hello-ს” მთავარი რესპონდენტი, ახალგაზრდა მუსიკოსი, ათუკა ედიშერაშვილი გახდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here