ჟერარ დეპარდიე რომ რუსეთში თავს ისე კომფორტულად გრძნობს, როგორც შეშინებული თაგუნია მშვიდ და მშობლიურ სოროში, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება – ფრანგული კინემატოგრაფის ერთ-ერთი სასიქადულო წარმომადგენელი რამდენიმე წლის წინ მოსკოვში გადაცხოვრდა, კრემლის დამპყრობლური პოლიტიკაც შეისიხხლხორცა, ჩეჩნებსა და ჩრდილო კავკასიის არაერთ რეგიონსაც ეწვია და პუტინსაც თითქმის ყოველდღიურად ქება-დიდებას ასხავს.
სწორედ ამისი დამსახურებაა, რომ მსაიხობს არც ფული აკლია, არც პატივისცემა და არც როლები – როგორც ცნობილია, ჟერარი ამჯამად რუსულ დადგმას ივანე მრისხანეს ასახიერებს – მსახიობი დადგმის მსვლელობის დროს რუსულად საუბრობს, მისივე განცხადებით სიტყვები დიდი შრომის ფასად დაიზეპირა.
ჟერარი ამავე ინტერვიუში რეჟისორებს მინიშნებასაც უკეთებს და აცხადებს, რომ ოპერის გარდა ივანე მრისხანეს სიამოვნებით განასახიერებდა კინოში. ამას გარდა, ძალიანაა დაინტერესებული რუსეთ-საფრანგეთის 1812 წლის ომის თემით და სურს ძველ და ახალ სამშობლოსთან საუკუნეების წინ მომხდარი დაპირისპირება ფილმად აქციოს.