დიზაინერისთვის, რომელიც ნარმანიას მეუღლეს აცმევდა, ანუკი არეშიძის სტილი გაუგებარია

0
2583

თინათინ მაღალაშვილი, ქართველი დიზაინერი, ჟურნალ „გზასთან“ სხვადასხვა ცნობილი ადამიანის ჩაცმულობას აფასებს. მათ შორის, პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას და ანუკი არეშიძის სტილსაც.

თინათინ მაღალაშვილი ამბობს:

მაკა ჩიჩუას ძალიან მინიმალისტური სტილი აქვს. ყოველთვის მაღალი გემოვნებით აცვია, უბრალოდ, ექსპერიმენტებს ერიდება. არასდროს მინახავს მის ლუქში ექსპერიმენტი. აი, ანუკი არეშიძე კი ამას არ ერიდება, ის ხომ თავადაც დიზაინერია. მაკა ჩიჩუა ყოველთვის ძალიან ელეგანტურია. ხელოვანია და ხელოვან ადამიანებს სხვანაირად აქვთ გემოვნება ჩამოყალიბებული, სხვანაირად უყურებენ სამყაროს და სხვა ფასეულობები გააჩნიათ… ანუკიც ხელოვანია, პატარა თაობის წარმომადგენელია და მისი სტილი ჩემი თაობის ადამიანისთვის ცოტა გაუგებარია. ძალიან მომწონს, გემოვნებით აცვია, მაგრამ ხომ იცით, დღეს ხომ გემოვნებაზე ყველაზე მეტს დაობენ… ჩემთვის, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლისთვის, არის რაღაცები, რასაც მის სტილში შევცვლიდი, თუმცა ახალგაზრდებს ექსპერიმენტიც უხდებათ და სითამამეც… სიახლის ძებნა ჩემთვის ყოველთვის მისაღებია. ანუკი მხატვარია, პროფესიონალია და ფერებს, ფორმებს ძალიან კარგად გრძნობს. ის ხომ არ არის მხოლოდ ქალაქის პირველი ლედი, პირველ რიგში, დიზაინერია და მისგან ექსპერიმენტები მისაღებია.

დიზაინერი მამაკაცი პოლიტიკოსების შესახებ საუბრობს და კახი კალაძეს გამოყოფს, რომელიც მისი აზრით, ერთადერთია, ვინც ექსპერიმენტებს არ გაურბია – „ყველას თვალში ხვდება მისი ჩაცმის სტილი და ყველა ამბობს, რომ ყველაზე გემოვნებიანად იმოსება. თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც რაღაც დოზით, ჩემი თვალთახედვით, ზედმეტი მოსდის…“

შეგახსენებთ, რომ თინათინ მაღალაშვილი გახლდათ თბილისის ექსმერის, დავით ნარმანიას მეუღლის, თიკა თინიკაშვილის რამდენიმე ცნობილი ლუქის ავტორი, რომლებმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, მათ შორის ფირუზისფერი კოსტიუმის, რომელსაც ჩოხის ელემენტები ჰქონდა.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here