დიზაინერი ლაშა ჯოხაძე ბრიტანული „ვოგის“ ყურადღების ცენტრში მოხვდა

0
7837

რიგით მე-14 თბილისის მოდის კვირეული 23 ოქტომბერს დაიხურა. წლევანდელი მოდის კვირეული დიზაინერების სიმრავლით გამოირჩეოდა, მოდის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ ახალბედა დიზაინერების კოლექციებიც ენახათ, რომლითაც უცხოელი ბაიერები და წამყვანი გამოცემები დაინტერესდნენ. საერთაშორისო პრესის დაინტერესება, თბილისის მოდის კვირეულის მიმართ წელს უპრეცედენტოდ მაღალი იყო. ქართველი დიზაინერების ნამუშევრები, მსოფლიოს წამყვანი მოდური ჟურნალების ფურცლებზეც მოხვდა. მოდის კვირეულით, ბრიტანული „ვოგიც“ დაინტერესდა, რომლის რჩეულიც 8 ქართველი დიზაინერი გახდა. მათ შორის არის დიზაინერი ლაშა ჯოხაძე, რომლის სახეც თბილისის მოდის კვირეულზე, მოცეკვავე სალომე ჭაჭუა იყო. დიზაინერის ახალ კოლექციაში ძირითადად წითელი ფერი ჭარბობდა და სამოსი თოლიების პრინტით იყო გაფორმებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here