დიდი სიყვარული და სიურპრიზები სალომე ბაკურაძის ცხოვრებაში – “ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ…“

0
65

წყვილის ექსკლუზიური ფოტოსესია

წყვილს, რომელიც წელიწადნახევარია, დაქორწინებულია, Music Box-ი შინ ესტუმრა. სალომე ბაკურაძე და ლაშა ბასლანძე ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მყარი წყვილია.

რამდენად კარგად იცნობთ ერთმანეთს?

სალომე:

ყოველ შემთხვევაში, ზუსტად იცი, როგორ მოიქცევა მნიშვნელოვანი და საკვანძო გადაწყვეტილების მიღებისას. შესაძლოა, რომ მკითხო, რა ფერი უყვარს, უცბად ვერ გიპასუხო, მაგრამ რაც მთავარია, იმას აუცილებლად მივხვდები.

კარგი, ძალიან უხერხულ კითხვას დაგისვამ – მეგობრებმა სადღაც ერთად ყოფნისას, გოგონა რომ შეუგზავნონ მოსახიბლად…

(იცინის) აქ სხვადასხვანაირი ფაქტორი იმოქმედებს. თუ ლაშას რამდენიმე ჭიქა აქვს გადაკრული, ყოველ მიზეზ გარეშე დაეძინება (იცინიან). ვიდრე ოთახის კარი გაიღება და გოგონა შევა ოთახში, თუნდაც ანჯელინა ჯოლი იყოს, მას უკვე ღრმა ძილით ეძინება. ეს ჩემი ცხოვრებისეული ტვირთია. სუფრიდან წამოსული არ ვარ, მანქანაში ჯდება და იძინებს. გუშინაც ბევრი ფოტო გადავუღე, რაღაცას რომ ველაპარაკები და უცბად სძინავს… ასე რომ, თუ ნასვამი იქნება, დაიძინებს და ის გოგონა ვერ გააღვიძებს, რადგან არ იცის ჩემი ხრიკები და ასე საჯაროდ არც გავამხელ (იღიმის), მძინარე ლაშა რომ სადმე ნახონ და გაღვიძება დაუპირონ?.. თუ ფხიზელი იქნება, ამ შეთავაზებას მეგობრებისგან, რა თქმა უნდა, არ მიიღებს სერიოზულად.

ეჭვინობის საბაბს არ გაძლევს?

ეჭვიანობა ისედაც არ ვიცი. თუკი სიტუაცია არ მომწონს, პირდაპირ ვამბობ და მემჩნევა. ემოციური ადამიანი ვარ და რაღაცების შენიღბვა არ მჩვევია. რომც არ ვუთხრა, იცის, რატომ მოვიწყინე. ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ, რომ არ გაღრამვდეს პრობლემა, თუკი რაიმე იწყება. ასე რომ, თუკი რაღაც უნდა დაიწყოს, იქვე კვდება.

ლაშა, წარმოიდგინე, რომ სალომე მივიდა კონცერტზე ცოცხლად სამღერლად და აღმოაჩინა, რომ აპარატურა წესიერად არ მუშაობს…

ლაშა:

ხასიათი თავისთავად გაუფუჭდება, მაგრამ იმ დონის პროფესიონალია, რომ მაინც იმღერებს. მერე წამოვა ბუზღუნით, მძიმე ნაბიჯებით, მოვა და მე მეტყვის (იღიმის).

სალომე:

ზუსტად. ბევრს მოითმენს ჩემს ბუზღუნს და მერე მეც მომწყინდება ცუდ ხასიათზე ყოფნა, გადამივლის.

10 წლის მერე წარმოგიდგენიათ თქვენი თავი?

მთელი ცხოვრება ლაღად და ბედნიერად წარმომიდგენია. როცა გიყვარს ადამიანი და ის შენ გვერდითაა, ასე ფიქრობ და ღმერთს ვთხოვ, რომ ასეც იყოს.

ლაშა:

10 წლის მერე კი არა, ახლა როგორც ვარ, ის მომწონს და ზუსტად ვიცი, რა მინდა. მინდა, მე და სალომეს ბევრი რამ გვქონდეს, საკუთარი სახლი და ბევრი შვილი. ვიცი, რომ ყველაფერი მაგრად იქნება და წარმომიდგენია კი არა, ვიცი.

როგორ უნდა შეინარჩუნო ურთიერთობა დაქორწინების შემდეგ?

სალომე:

ყველაზე მთავარი გულწრფელობაა. თუკი ადამიანს რაღაც არ გამოსდის, პირველ რიგში, ეს მისი პრობლემაა. არ მიყვარს, როცა წარუმატებლობას ნებისმიერ სფეროში გარემო პირობებს აბრალებენ. საკუთარ თავზე მეტი უნდა ვიმუშაოთ და ვიყოთ პირველ რიგში, საკუთარ თავთან გულწრფელები. ურთიერთობაშიც და ყველგან მთავარია სისუფთავე. თუკი ცუდ ხასიათზე ხარ, ეს უნდა აღიარო და ეძებო, საიდან დაიწყო, ჩაკლა მიზეზი, რომ ცუდამდე არ მივიდეს.

იდეალურ წყვილსაც კი აქვს შენიშვნები ერთმანეთის მიმართ, მაგრამ აუცილებლად უნდა შეგეძლოს ამის თქმა იუმორით, პირდაპირ, რაიმე ფორმით თქმა, რომ იქვე მოგვარდეს. თუკი ეს გულწრფელობაა წყვილებს შორის, ოჯახი მყარი დიდხანს იქნება.

ლაშა:

ნაკლები ვალდებულება, მეტი ურთიერთობა, სისუფთავე და სიყვარული. რაღაცას რომ უკეთებ საყვარელ ადამიანს, ეს პირველ რიგში, შენ უნდა განიჭებდეს სიამოვნებას და ამით უნდა კაიფობდე.
ადამიანები ხშირად ძალიან ბევრს ფიქრობენ რჩეულის წარსულზე…

ჩვენ ერთხელ ვილაპარაკეთ, როცა საჭირო იყო და მოვრჩით. მას მერე აღარ ვლაპარაკობთ, ჩვენი ცხოვრება გვაქვს.

სალომე:

საკუთარ თავს კარგად უნდა იცნობდე და იცოდე, შეძლებ თუ არა რაღაცებზე თვალის დახუჭვას. თუ იცი, რომ რაღაც პრობლემა არსად არ “ამოგიხტება“ მერე, უნდა დახუჭო თვალი. წარსულს ვერავინ ივიწყებს ბოლომდე და სრულიად ვერ ამოშლი მეხსიერებიდან იმას, რასაც დიდი ემოციური ფონი ახლდა, მაგრამ შეიძლება მისი გვერდზე გადაწევა.

ლაშა, ამას წინათ, სალომეს მანქანა აჩუქე. კიდევ არის სიურპრიზები?

(იღიმის) ბევრი რამ. ოღონდ ბედნიერი იყოს. “მისწორდება“, რომ ვაბედნიერებ და ამისთვის ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. თუმცა ამ ბოლო დროს სიურპრიზი არ გამიკეთებია. ისე ვართ, რომ სუნამო და ყვავილი სიურპრიზად არ მიიჩნევა. მანქანის მერე კაი ხანი გავიდა…

სალომე:

არა, რატომ? ძალიან ცოტა ხანი გავიდა. სახეზე ვატყობ ხოლმე ლაშას, რომ რაღაც აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ვაცდი, რომ სიურპრიზს მოულოდნელი ეფექტი შეუნარჩუნოს.

პ.ს. ფოტოსესია ეკუთვნის ფოტოგრაფ დათუნა აგასის.