„დიდი სცენის“ ჟიურის ნიკოლოზ რაჭველი შეუერთდა – „კონცერტებს ვეღარ ვატარებთ და ესღა დაგვრჩენია“

0
1050

„დიდი სცენა“ მალე „რუსთავი 2“–ის ეთერში მეორე სეზონს დაიწყებს. არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის საზაფხულო ბადე ძალიან დატვირთული იქნება, მათ შორის, მუსიკალური მეგაპროექტითაც.

ჟიურის სულ სამი წევრი ეყოლება, წინა სეზონიდან – ნატო მეტონიძე და გიორგი ცაგარელი რჩებიან, და მათ შემოემატა ყველასთვის საყვარელი მაესტრო, ნიკოლოზ რაჭველი.

მუსიკოსებისთვის შოუში მონაწილეობა, ხანგრძლივი კარანტინის შემდეგ, როცა კონცერტების ბედი გაუკვეველია, ორმაგად სასიამოვნოა, რადგანაც ყოველკვირეულად საინტერესო მუსიკალურ პროცესში მოუწევთ მონაწილეობის მიღება, რაც ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანია.

ჟიურის წევრებს კასტინგის დაწყების წინ ექსკლუზიურად შევხვდით.

როგორ ხვდებით ახალ სეზონს?

გიორგი:

ნატოს ახალი ვარცხნილობით (იცინის).

ნატო:

ვხვდებით ჟიურის ახალი წევრით, ვეტერანით, რომელიც დაუბრუნდება ამ საქმეს, – ნიკოლოზ რაჭველი. მე და გიორგიმ ვთქვით, რომ ნიკა უდრის ჟიურის ათ წევრს. ყველაზე ძალიან გაგვიხარდა მისი მოსვლა.

გიორგი:

მე შევამჩნიე ნიკას ნოსტალგია, როცა „დიდ სცენაში“ მონაწილეობდა და თავადაც უნდოდა, შეეფასებინა კონკურსანტები. ძალიან გამიხარდა მეც, რადგან ნიკასთან ერთად ათასობით სხვადასხვა იდეას ვამუშავებთ და იქიდან ათ პროექტს მაინც ვაკეთებთ ხოლმე. ჟიურიში მასთან ერთად ყოფნა ძალიან კარგი იქნება.

ნიკა:

8 წლის წინ როდესაც ვთქვი, რომ ჟიურის წევრი არასდროს ვიქნებოდი, არ ვიცოდი, რომ არასდროს უნდა თქვა არასოდეს. პოსტპანდემიურ პერიოდში მივხვდი, რომ იქ, სადაც არიან ნატო და გიორგი, ძალიან გამიხარდებოდა ყოფნა. კონცერტებს ვეღარ ვატარებთ და ისღა დაგვრჩენია, ჟიურის წევრები ვიყოთ (იცინიან). რაც უნდა ვთქვათ, რადიკალურად გადაწყვეტილება იმიტომ შევცვალე, რომ უპირველესია ნატოსა და გიორგის ფაქტორი და არა არხი, პროექტი ან ჰონორარი, არც მუსიკა… ვხუმრობ, თუმცა სინამდვილეში პირველადი ფაქტორი მაინც ისაა, რომ ვიქნებით ჩვენ სამნი, მეგობრები, რაღაცაში მსგავსები, რაღაცით განსხვავებულები. საინტერესო ტრიო გამოვა. მახსოვს, რომ პროდიუსერებს აქვთ სურვილი, ჟიურის წევრებს შორის იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. ნატომ და გიორგიმ ამ მიმართულებით კლასი გვაჩვენეს, ახლა კი შევეცდები, მათ გადავუჯოკრო, გრადუსს ავწევ.

(ვრცლად)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here