მეგა შოუ “ცეკვავენ ვარსკვლავების” მეექვსე ეპიკური სეზონი დასრულდა. შოუს გამარჯვებული უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო გახდა. მსახიობი პროექტში სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა, პარტნიორობას კი პროფესიონალი მოცეკვავე, ნიკე კეშელავა უწევდა.
ფინალში, სტანისლავსა და ნიკეს კონკურენციას ანდრია გველესიანი და სალომე ჭაჭუა უწევდნენ. თუმცა შოუს დასასრულს გამარჯვებული, “ცეკვავენ ვარსკვალევების” მთავრი პრიზის, ბინის მფლობელი სწორედ სტანისლავ ბონდარენკო გახდა. როგორც მეორე ადგილის მფლობელს, ანდრია გველისიანს კი საჩუქრად მანქანა გადაეცა.
შოუში სულ 143 246 ზარი შემოვიდა, აქედან სტანისლავსა და ნიკეს 95 257 ხმა ხვდათ წილად.
მოგვიანებით სტანისლავ ბონდარენკომ საზოგადოებას ინსტაგრამის საშუალებით მადლობა გადაუხადა გულშემატკივრობისათვის: “აი ჩვენი ჯილდოც! მადლობა ნიკე და ანტონ! დიდი მადლობა ყველას! საქართველო, მე ეს არასოდეს დამავიწყდება!!!”