“თეატრალურის კვარტეტი” მოგეხსენებათ, თეონა კონტრიძის პროდიუსერობით ბოლო დროს, მოსკოვში, ცნობილ ქართულ რესტორან “არაგვში” გამოდის.
კვარტეტის წევრები ხშირად მასპინძლობენ ცნობილ ვარსკვლავებს, რომლებიც რუსეთის დედაქალაქში ჩადიან.
ახლახან კვარტეტის წევრმა, კობა ჭეფხოძემ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ცნობილ იტალიელ მსახიობთან, ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებულ მონიკა ბელუჩისთან ერთადაა გადაღებული.
რადიო “ფორტუნა” კობას დაუკავშირდა და ჰკითხა, როგორია ყველაზე ლამაზ ქალთან ფოტოს გადაღება, რაზეც კობამ გვიპასუხა:
“ყველაზე ლამაზი ქალის მიერ შეფასებული ქართული სიმღერა და აპლოდისმენტები ძალიან სასიამოვნო და საამაყოა. რა თქმა უნდა, მასთან ფოტოს გადაღებაც ძალიან მაგარია”.
როგორც კობამ გვითხრა, მონიკა ბელუჩიმ მათ მიერ შესრულებულ “სულიკოზე” ემოციები ვერ შეიკავა და თვალები აუცრემლიანდა…
მოგვიანებით, ამავე კვარტეტის კიდევ ერთმა წევრმა, ლაშა კერვალიძემაც გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მონიკასთან ერთადაა გადაღებული. იხილეთ ფოტო