“დღეს მთელი დღე პორნო ეროტიული სცენების გადაღება იყო” – ოპერის თეატრში ეროტიკულ კლიპის გადაღებას თამარ ივერი ეხმაურება

0
3332

თამარ ივერი სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტოს აზიარებს, სადაც ნახევრად შიშველი გოგონები არიან გამოსახული. მომღერლის ინფორმაციით, ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა მათ კლიპის გადასაღებად დაუთმეს. ოპერის მომღერალი ამ ფაქტთან დაკავშირებით აღფშოთებას გამოთქვამს და თეატრის ხელმძღვანელ დავით კინწურაშვილს ადანაშაულებს. როგორც მოგეხსენებათ გოგონათაგან ერთ-ერთი იუნა შაფათავაა, რომელიც საცვლების ამარა მივიდა ოპერის თეატრში.

“ოპერის თეატრში დღეს მთელი დღე პორნო ეროტიული სცენების გადაღება იყო.რა დონის ხელმძღვანელიც ჰყავს თეატრს….იმას ჰკადრებს ამ წმინდა ხელოვნების ტაძარს!! და ასეთ ღონისძიებებზე ქირავდება ეს ყოფილი პრემიერის მიერ ახალგარემონტებული ოპერის თეატრი დღეში 3-5 ათას ლარად.ასე რომ,თუ ვინმეს დაბადების დღე,ქორწილი ან ღმერთმა გაშოროთ ქელეხი გაქვთ…..უკეთეს ადგილს ვერ იპოვით.ბატონი დავით კინწურაშვილი გეპატიჟებათ ყველას….ვისაც ხელზე აღნიშნული თანხა გაგაჩნიათ.თუ სურვილია-ნაღდი თანხის დამატებით პაკეტში ასევე…”მინი”ორკესტრსაც შემოგთავაზებთ მისი “ღვინოვ კახურო” და “დამისხი დამალევინე”ს არიების თანხლებებითაც.

და კიდევ ერთ მაგალითს ვიტყვი…ერთმა ნაცნობმა პიროვნებამ გამოსაცდელად დარეკა და ოპერაში 600კაციანი ბანკეტი მოითხოვა.ელოდა რომ ეტყოდნენ….”თქვენ ავად ხომ არ ხართ”ო.გვარს არ დავასახელებთ და ერთმა თანამშრომელმა სრულიად სერიოზულობით უპასუხა…600ს ვერ გავქაჩავთ და 300-400კაცამდე შეიძლებაო.(!!!)

რას ვიზამთ,როცა თეატრს ოფიციალურად 400.000 ინკასო ვალი აქვს….თანხა თუნდაც ქელეხებიდანაც უნდა ამოიღოს.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here