“რუსთავი 2-ის” ეთერში დღეს “იქს ფაქტორი“ იწყება. წლევანდელი სეზონი განსაკუთრებული და მრავალფეროვანია. პროექტში ისეთ კონკურსანტებსაც ვიხილავთ, რომელსაც მაყურებელი სხვადასხვა შოუებდიან იცნობს.
წელს პროექტს დაუბრუნდა მენტორი, სტეფანე მღებრიშვილი, შესაბამისად მისი და გიორგი გაბუნიას დაპირისპირება გრძელდება, უფრო მეტიც, ის პიკს აღწევს. სხვადასხვა მოსაზრებების გამო, ისინი კასტინგზე ცხარედ კამათობენ. სტეფანე განსაკუთრებით ბავშვების შესრულებით არის მოხიბლული.
“შოუებში ყოფნის ამხელა გამოცდილება მაქვს და ვერ წარმოვიდგენდი, თუ ბავშვის გამო ყბა ჩამომივარდებოდა. ეს იქნება განსაკუთრებული სეზონი, თავისი ჟიურის უცნაური განლაგებით. მე და გიორგი ერთად ვზივართ და ეს გათვალეს პროდიუსერებმა. დავჭამეთ-მივჭამეთ-მოვჭამეთ, ამას უკვე ეთერში ნახავს მაყურებელი. ლელამ ლელაობა შემოიტანა თავისი პეწით“ – აცხადებს სტეფანე “ჟურნალ თბილისელებთან“ საუბარში.
პროექტის ოფიციალურ გვერდზე, ცოტა ხნის წინ ვიდეო გავრცელდა, სადაც მენტორები მაყურებელს მოუწოდებენ “იქს ფაქტორს“ უყურონ.
https://www.facebook.com/GioGabu/videos/10154511240786094/