დღეს გოგი გეგეჭკორს 94 წელი შეუსრულდებოდა

0
1497

ასზე მეტი როლი ქართულ თეატრში, ოცდაათზე მეტი კინოში, ტელევიზიაში და რადიოში მუშაობის ათი წელი – ეს მსახიობი გოგი გეგეჭკორია, რომელმაც მაყურებელს თავი, სახასიათო და განსხვავებული პერსონაჟებით დაამახსოვრა.

გოგი გეგეჭკორს დღეს 94 წელი შეუსრულდებოდა. ქართველი მსახიობი 1923 წლის 23 თებერვალს დაიბადა.

ის 80 წლის ასაკშიც სცენაზე იდგა. როგორც მისი სასცენო პარტნიორები იხსნებენ, სცენაზე გრიმის გაკეთება არ უყვარდა, ამის მიუხედავად, ყოველთვის განსხვავებულ ტიპაჟს ქმნიდა, ისეთს, რომელიც სხვას არ ჰგავდა.

უამრავი წარმატებული კინო თუ თეატრალური როლის მიუხედავად, ის თავმდაბლობით გამოირჩეოდა და საკუთარ თავს შემდეგნაირად აფასებდა: “მე მოცულობით დიდი როლები მითამაშია. ამ როლებიდან ერთი ათი როლი ვითამაშე კარგად, დანარჩენი, როგორც პროფესიონალმა, საშუალოდ, ბევრიც – ცუდად. მე არ ვარ ის კაცი, ჩემი როლებით ვიტრაბახომაგრამ მე საგრიმიორო ოთახში რომ აღარ შემოვიდე, ჩემს სარკესთან რომ აღარ დავჯდე, გრიმი არ გავიკეთო, გათავდა, მაშინ წერტილი უნდა დამესვას. რა ვქნა, ჯერჯერობით ვარ აქ, ამ თეატრში და ვთამაშობ ცოტას…” 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here