დღეს 22:00 საათზე ლელა წურწუმია “Hilton”-ში მდებარე “casino international”-ში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ, კაზინოს Facebook გვერდზე გამოჩნდა, გარდა ამისა ლელას პროდიუსერმა და მეუღლემ კახი მამულაშვილმა, კონცერტის შესახებ, საზოგადოებას ასევე სოაციალური ქსელის მეშვეობით შეახსენა.
ლელა რამდენიმე დღის წინ ისრაელიდან დაბრუნდა, სადაც ქართველი ემიგრანტების მიწვევით კონცერტი ჩაატარა. მომღერალი ამჯერად ბათუმში ისვენებს, მასთან ერთად იმყოფება მისი მეუღლე და პროდუსერი კახი მამულაშვილი. “ხავერდოვანი სეზონი” ამ სათაურით გამოაქვეყნა მამულიჩამ სოციალურ ქსელში საცურაო აზუზზე გადაღებული ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ბათუმში, წყვილს მამულიჩას ძმაც ახლავს.
როგორც ჩანს ვარსკვლავური წყვილი დასვენებას და საქმეს შესანიშნავად ათავსებს.