პირველად საქართველოს კინოთეატრებში კინომოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ ამერიკელი რეჟისორის, სცენარისტის, მუსიკოსის, პროდიუსერისა და დამოუკიდებელი კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის, დევიდ ლინჩის ფილმი „მალჰოლანდ დრაივი“. ფილმი გვიყვება მომავალი მსახიობის ისტორიას, რომელიც ახალი ჩასულია ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, სადაც უმეგობრდება ამნეზიით შეპყრობილ ქალს, რომელიც მისი დეიდის სახლში იმალება. მთავარ როლებს ნაომი უოტსი, ლორა ჰერინგი და ჯასტინ თერუ ასრულებენ. კინომოყვარულებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ რეჟისორს, ზოგიერთმა მათგანმა ავტოგრაფიც კი მოიპოვა მისგან.