სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური წელს დაარსების 30-ე წლისთავს აღნიშნავს. კურორტი ყოველწლიურად ვითარდება, რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ უკვე მან რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა. დეველოპერულმა კომპანია “რედკო”-მ გუდაურის განვითარების პროცესში დიდი წვლილი შეიტანა, კერძოდ კი გეტყვით, რომ გენერალური გეგმის მიხედვით, კომპანია გუდაურში 26 შენობას აშენებს, რაც აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ, რეკრეაციულ ცენტრსა და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს მოიცავს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ისინი მუშაობენ მსოფლიო დონის ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და დიზაინერების საკმაოდ დიდ გუნდთან. საპროექტო ფირმა ecosign-მა გუდაურის განვითარების 5 წლიანი გენერალური გეგმა შეიმუშავა. 8 დასრულებული და 18-ზე მეტი დაგეგმილი აპარტოტელი. კომპანია ასევე მუშაობს პროექტზე “Radisson Blu Gudauri” რომელიც 2020 წელს გაიხსნება და კიდევ უფრო გაზრდის ტურისტულ ნაკადს. გუდაური კი მალე 4 სეზონის კურორტი გახდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურისტული ბაზარი საქართველოში დღითი დღე იზრდება, რაც მყარ გარანტიას ქმნის იმისა, რომ საკურორტო ზონაში ნაყიდი ბინა მფლობელს შემოსავალს ყოველთვის მოუტანს.