სამხრეთ კორეული პოპულარული ჯგუფი „ექსო“ (EXO) ერთ-ერთ პერფორმანსზე დემნა გვასალიას მიერ „ვეტმანისთვის“ შექმნილი კოლექციიდნა ნამუშევრებით გამოჩნდა. კერძოდ, „ვეტმანის“ ზედები, რომლებსაც ქართულად „უფალო შეგვიწყალენ“ და „საქართველო“ აწერია, ჯგუფის ორმა წევრმა მოირგო.
როგორც დემნას ძმა, გურამ გვასალია ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მათთვის სამხრეთ კორეის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია. ასეთი რეკლამა კი ამ ბაზრის ათვისების საუკეთესო საშუალება, პოპულარულ ჯგუფს თაყვანისმცემლების ნამდვილი არმია ჰყავს, მათ შორის, საქართველოშიც.