ჩაიცვამდით თუ არა ფეხსაცმელს პლატფორმაზე, რომელიც დემნა გვასალიამ „ბალენსიაგასთვის“ შექმნა? ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც დიზაინერის ახალი ქმნილების ნახვის შემდეგ გაგიჩნდებათ. ასეთი კითხვა ქართველი დიზაინერის მრავალ ნამუშევართან დაკავშირებით გაუჩნდათ მის სამშობლოში, თუმცა ყველანაირი მოდის წესების უგულებელყოფით ნაწარმოებ მის პროდუქციას უცხოელები სიამოვნებით ირგებენ და ეჭვი გვაქვს, ახალი ფეხსაცმელიც პლატფორმაზე აუცილებლად გამოჩნდება სხვადასხვა მოდის კვირეულზე, როგორც ერთ-ერთი ტრენდული ნივთი.
თუმცა ამ ფეხსაცმლით დამშვენებულ მოდის მიმდევრებს მხოლოდ 2018 წლის გაზაფხულიდან ვიხილავთ, როცა „ბალენსიაგას“ ახალი ქმნილები მის ყველა მაღაზიაში იქნება ხელმისაწვდომი.