დემნა გვასალიას ახალი კოლექციის შექმნა ღორის გრიპმა შთააგონა (ფოტოები)

0
2022

დემნა გვასალია, როგორც ჩანს, ქართულ ახალ ამბებს თვალს იმაზე მეტად ადევნებს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი ხანია, საქართველოდან წავიდა, მისი კოლექციების მთავარ ინსპირაციად მაინც მისი ქვეყანა რჩება.

„მე გადავურჩი ღორის გრიპს და გავხდი ვეგანი“ – ამ წარწერით ჰუდი „ვეტმანის“ 2020 წლის ზამთრის კოლექციიდანაა, რომელიც მამაკაცებისთვის არის განკუთვნილი, პარიზში, მუზეუმში წარადგინა. ეს ერთ-ერთი ნამუშევარია, რომელიც კარგად გამოხატავს, რომ დემნა გვასალია საქართველოში ღორის გრიპთან დაკავშირებით შექმნილ საყოველთაო ისტერიკას ადევნებდა თვალს.

„ჩემი დაბადების დღეა და ერთადერთი, რაც საჩუქრად მივიღე, არის „ვეტმანის“ ეს ჰუდი, რომელიც გაცილებით ძვირია, ვიდრე რეალურად ღირს“ – ეს წარწერაც „ვეტმანის“ ახალი კოლექციის სამოსის ნაწილია, დემნა გვასალია თავად აღნიშნავს, რომ მისი ტანსაცმელი უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე ამას იმსახურებს, მაგრამ ფაქტია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული დიზაინერია თანამედროვე მოდის სამყაროში.

კიდევ ერთი საინტერესო ლუქი ამავე კოლექციიდან – როლინგზე მოხვეული ე.წ. ფანელის ხალათი, რომელიც ჩვენი ბებისგან გვახსოვს…

ყველაფერმა ამან ისევ მოახდინა შთაბეჭდილება მედიაზე და გუშინდელი ჩვენების დასრულებიდან მცირე ხანში „ნიუ იორკ ტაიმსით“ დაწყებული „ვოგით“ დამთავრებული, დემნა გვასალიას ბრენდის, „ვეტმანის“ ახალი კოლექციის შესახებ წერდა.

აღსანიშნავია, რომ პოდიუმზე გამოვიდნენ ქართველი მოდელებიც, რომლებიც პარიზში თაკო ჩხეიძემ („ჯეომოდელსი“) წაიყვანა. თაკომ ჩვენების შემდეგ დემნასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here