10.8 C
Tbilisi
Monday, November 14, 2022

დემნა გვასალიას 2018 წლის მიღწევები, რომლებიც შთამბეჭდავად გამოიყურება – ნახეთ ჩამონათვალი

დემნა გვასალიას ქართული ფანების გვერდმა გამოაქვეყნა წარმოშობით ქართველი დიზაინერის, მოდის სფეროში დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი დემნა გვასალიას 2018 წლის მიღწევებისა და საინტერესო მოვლენების სია, რომელიც შთამბეჭდავად გამოიყურება.

გთავაზობთ ჩამონათვალს.

2018 წელს:

✔️წარადგინა 6 კოლექცია. ბალენსიაგას 100 წლიან ისტორიაში პირველად გააკეთა ქალის და კაცის გაერთიანებული ჩვენება. ვეტმანში ფესვებს დაუბრუნდა. 2018 წლის შემოდგომა/ზამთარი მარტინ მარჯიელას მიუძღვნა, 2019 წლის გაზაფხული/ზაფხული – საქართველოს.

✔️გახსნა ბალენსიაგას რამდენიმე ახალი მაღაზია, მათ შორის : ჰავაიში, მაიამიში და მილანში.

✔️იანვრიდან აპრილის ჩათვლით ბალენსიაგას გაყიდვები 460 მილიონ ევრომდე გაზარდა.

✔️მარტში 225.000 დოლარი გადაურიცხა მსოფლიოს სასურსათო პროგრამას. ნოემბერში ბალენსიაგას ტყავის ჩანთებიდან შემოსული თანხის 10% ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციულ კამპანიაში გადარიცხა.

✔️„თრიფლ ეს“ ბოტასი მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად აქცია,რომლის საერთო ღირებულება ახლა ასობით მილიონი დოლარია.

✔️კრიტიკას და ჭორებს პირველად გასცა საჯარო პასუხი, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ვეტმანის ღირებულება მილიარდისკენ უფრო არის, ვიდრე მილიონისკენ.

✔️რამდენჯერმე დაიპყრო ინტერნეტი: ერთი-მეორეზე გადაკერებული მაისურით, მიშელ ობამას ჩექმებით და 9-ფენიანი ქურთუკით.

✔️ორივე ბრენდით მოხვდა მსოფლიოს 10 ყველაზე განხილვად ბრენდში, HB-ს ასეულში, BOF 500-ში, ბრიტანული GQ-ს ტოპ ხუთეულში და მოიგო წლის აქსესუარების ჯილდო მოდის 2018 წლის დაჯილდოებაზე ლონდონში.

✔️ბალენსიაგას სტუდია ციურიხში გადაიტანა.

✔️40-მდე ქართველი ჩაიყვანა პარიზში თავისი ჩვენებისთვის. ციურიხში სოხუმელი ხელოვანის, ანდრო ვეკუას პირველ სოლო გამოფენაზე იმყოფებოდა. ბალენსიაგაში დანიშვნის შემდეგ ჰქონდა პირველი ქართული ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან.

✔️პარიზში გუჩის პირველ ჩვენებას დაესწრო.

✔️ქარდი ბის I like It, პრიანკა ჩოპრა ბალენსიაგას წითელ კაბაში, ტილდა სუინტონი ვეტმანის წითელ კაბაში, ფრანგული ვოგის ყდაზე იმანი ბალენსიაგას სამოსში, ირინა შეიკი თურქული ვოგის ყდაზე ბალენსიაგას სამოსში, ნაომი ქემბელი არაბული ვოგის ყდაზე ბალენსიაგას სამოსში, კორეული ბენდები საქართველოს დროშებით, კიმ კარდაშიანი შვილთან ერთად დემნას სახელობის კაბაში, ვიქტორია სეკრეტის ანგელოზები ქასტინგებზე ბალენსიაგას ზედებში, პამელა ანდერსონი რიედიშენის ყდაზე დემნას კაბაში, დოუცენ კრუსი და ნატალია ვოდიანოვა ვეტმანის კაბებში, აიდის ქავერსთორი, ჰედლაინით: როგორ ცვლის დემნა გვასალია სამყაროს, უოლ სთრით ჟურნალის ყდა, ტაიმსის სტატია: 800 დოლარიანი ბოტასის ძიებაში, ფაინენშალ ტაიმსის სტატია: ბალენსიაგას მილიარდი ევროს გეგმა.

✔️მორიგებით დასრულებული სასამართლო დავა ნიუ-იორკის სუვენირების კომპანიასთან.

✔️მარტში ანტვერპენის ხელოვნების აკადემიაში ჟიურის წევრად დასახელდა. დეკემბერში ჟიურის წევრად – შვეიცარიის დიზაინის ინსტიტუტში.

✔️კონტრაქტი JD-ის Toplife-თან. ტოფლაიფი, ლაგჟერი ონლაინ პლატფორმა, რომელიც ჩინეთს დაფარავს, ჩინურმა ონლაინ გიგანტმა გასულ წელს შექმნა.

✔️სათვალეების ხაზის დაანონსება 2019 წლის იანვრისთვის, ექსკლუზიურად დავერ სთრით მარკეტის ნიუ-იორკის, ჰონგ-კონგის და ლონდონის სავაჭრო ცენტრებში.

წყარო: Demna Gvasalia Daily

(ფოტო)

Latest Posts

ბოლო სიახლეები