11.8 C
Tbilisi
Friday, March 24, 2023

დემნა გვასალიამ რუსეთის პასპორტიანი ფეხსაცმელებიც შექმნა (ფოტო)

„უმაგრესმა დემნამ თავის საქმეში გადაუარა რუსეთს! ამოაცვა მთელ მსოფლიოს რუსის წითელი ჩექმა პასპორტებიანად და სერიოზულად დასცინა რუსეთის მოქალაქეობას. კარგი პოლიტიკოსიც ყოფილა ამასობაში!“ – აღნიშნავს ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში დემნა გვასალიას რუსეთის პასპორტებიანი ჩექმების გაზიარებისას.

დემნას ამ ნაბიჯმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საქართველოში, ზოგი ფიქრობს, რომ დიზაინერმა „ვეტმანის“ ახალ კოლექციაში რუსეთის პასპორტებიანი ჩექმების შექმნით რუსეთს დასცინა, ზოგი კი პირიქით, ფიქრობს, რომ რუსებს ეს ნაბიჯი ძალიან მოეწონებათ.

ამასობაში, კოლექციას ახლა უკვე რუსეთის პასპორტიანი ფეხსაცმელებიც შეემატა.

Latest Posts

ბოლო სიახლეები